Accessibility links

logo-print

ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება პატიმრების წამების ფაქტებს


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიებთან შეთანხმებით განცხადება გაავრცელა: ”ევროკავშირი შოკირებულია გლდანის საპყრობილეში პატიმართა მიმართ მოპყრობის შემაძრწუნებელი კადრებით. საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს და სხვა ინციდენტები სიღრმისეულად და გამჭვირვალედ იქნეს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობა ადამიანის უფლებათა დარღვევის უმნიშვნელოვანესი საკითხია, როგორც ეს სახალხო დამცველის ანგარიშებშია მოხსენიებული. ჩვენ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ზომა გამოიყენოს ამ დარღვევების ეფექტური აღმოფრხვრისთვის”.
XS
SM
MD
LG