Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში დაინიშნა სასჯელაღსრულების მინისტრად


საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დათანხმდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პოსტზე მისი დანიშვნის შესახებ. ტუღუშის განცხადებით, მისთვის „ყველაზე დიდი მოტივაციის მომცემი“ არის ის ფაქტორი, რომ შეეძლება „გარდატეხის“ შეტანა და საქართველოში ისეთი პენიტენციალური სისტემის შექმნის ხელშეწყობა, რომელშიც არა მარტო აღმოიფხვრება ბოლო დროს გამოაშკარავებული მძიმე დანაშაულები, არამედ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი პატიმრების პრობლემები. გიორგი ტუღუშმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის პოსტზე შეცვალა ხათუნა კალმახელიძე, რომელიც გუშინ გადადგა ამ პოსტიდან, პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ.
XS
SM
MD
LG