Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანეტამ ჩინეთში ვიზიტისას წამოჭრა კიბერ-ჯაშუშობის საკითხი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლიონ პანეტამ ჩინეთში სამდღიანი ვიზიტისას წამოჭრა აშშ-ის მთავრობისა და ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ კიბერ-ჯაშუშობის და ჰაკერების მუშაობის საკითხი. ამ პრობლემაზე მან ოთხშაბათს ისაუბრა სი ძინპინთან, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ თვეში ჩადგება ხელისუფლების სათავეში. შეხვედრის შემდეგ პანეტამ ჟურნალისტებთან საუბარში გამოთქვა რწმენა, რომ ჩინეთს აქვს კიბერ-საფრთხეების შესახებ დიალოგში მონაწილეობის სურვილი. წარსულშ იპანეტას ნათქვამი აქვს, რომ კიბერ-ინციდენტები შეიცავს ომის გამოწვევის რეალურ საფრთხეს. პანეტა ჩინეთიდან ახალ ზელანდიაში მიემგზავრება.
XS
SM
MD
LG