Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა ხუთი პროვინციის გუბერნატორები დაითხოვა


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ხუთი პროვინციის გუბერნატორები დაითხოვა. ამ ნაბიჯს მიაკუთვნებენ კორუფციასთან ბრძოლისა და რეფორმების დაჩქარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას. მოხსნილებს შორის არის ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორი, მოჰამად ღულაბ მანგალი, რომელსაც ბრიტანელი და ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევდნენ მნიშვნელოვან მოკავშირედ თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG