Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ სამხედრო ბაზის საკითხზე


ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დღეს ბიშკეკთან შეხვდა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის ყირგიზეთში რუსული სამხედრო ბაზის მომავალზე მოსალაპარაკებლად. ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ბაზები, რომლებიც ყირგიზეთსა და მეზობელ ტაჯიკეთში მდებარეობს, არის „სტაბილურობის ფაქტორი“. რაც შეეხება, კონკრეტულად, ყირგიზეთში რუსეთის სამხედრო ბაზას, პუტინმა განაცხადა: „ის შეიქმნა მაშინ, როცა ყირგიზეთის ტერიტორიაზე შევიდა ტერორისტების ბანდა. მაშინ ყირგიზეთის ხელისუფლებამ რუსეთს მიმართა თხოვნით, აქ შეექმნა ერთგვარი სამხედრო ფორპოსტი, რომელიც იქნებოდა დაბრკოლება ყირგიზეთის ტერიტორიაზე ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ექსტრემიზმის გავრცელებისათვის. ჩვენ ეს მაშინ გავაკეთეთ და აი, ახლა შევუთანხმდით ყირგიზეთის ხელისუფლებას მისი ფუნქციონირების გაგრძელებაზე“, განაცხადა პუტინმა ყირგიზეთში ვიზიტისას. თავის მხრივ, ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნისათვის „გადამწყვეტი მნიშვნელობა“ აქვს „რუსეთის დიად ხალხთან“ თანამშრომლობას.
XS
SM
MD
LG