Accessibility links

აშშ: ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმა არ იყო წინასწარ დაგეგმილი


ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ წელს, 11 სექტემბერს ლიბიაში აშშ-ის საკონსულოზე მოწყობილი თავდასხმა იყო „ტერორისტული აქტი“, მაგრამ, სავარაუდოდ, არ იყო წინასწარ მომზადებული. ეს შეფასება ოთხშაბათს ამერიკელ კონგრესმენებს გაუზიარა აშშ-ის სახელმწიფო ანტიტერორისტული ცენტრის დირექტორმა, მეთიუ ოლსენმა. მისი თქმით, 11 სექტემბერს ქალაქ ბენღაზიში მოეწყო დაუგეგმავი თავდასხმა, რომელიც რამდენიმე საათში უკიდურესად გამწვავდა. თავდასხმისას მოკლეს ოთხი ამერიკელი დიპლომატი, მათ შორის ლიბიაში აშშ-ის ელჩი, კრისტოფერ სტივენსი.
XS
SM
MD
LG