Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟან კლოდ მინიონი: შეძრწუნებული ვარ გავრცელებული კადრების ხილვით


“შეძრწუნებული და შოკირებული ვარ საქართველოს ციხეებში პატიმრებზე ძალადობრივი თავდასხმის მედიით გავრცელებული კადრების ხილვით” - ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან კლოდ მინიონის დღევანდელ განცხადებაში. ის აღნიშნავს, რომ ამგვარ დაუშვებელ სისასტიკეს ადგილი ჰქონდა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში. ”პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. იმედი მაქვს ყველა, ვისაც რაიმე სახით პასუხისმგებლობა ეკისრება ამ საშინელებაზე, დაისჯება კანონის ფარგლებში”, - აღნიშნავს მინიონი. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს წამების და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის და დასჯის ევროპული კომიტეტის რეკომენდაციები უნდა იყოს გზამკვლევი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რათა ამგვარი ფაქტები აღარ განმეორდეს.
XS
SM
MD
LG