Accessibility links

logo-print

მუსლიმურ ქვეყნებში აპროტესტებენ კარიკატურების გამოქვეყნებას


ქაბულში ასობით ავღანელმა გამოთქვა პროტესტი ფრანგულ სატირულ ჟურნალში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების გამო. საპროტესტო აქცია ჩატარდა ირანშიც. თეირანში საფრანგეთის საელჩოსთან დემონსტრანტებმა დაწვეს საფრანგეთისა და შეერთებული შტატების დროშები. ავღანეთსა და ირანში, ისევე როგორც პაკისტანში, დემონსტრანტებმა გამოხატეს პროტესტი აშშ-ში გადაღებული ფილმის, „მუსლიმთა უმანკოების“ წინააღმდეგაც. ისლამაბადში პოლიციამ სროლა დაიწყო, რათა შეეჩერებინა ხელკეტებით შეიარაღებული დემონსტრანტები, რომლებმაც სცადეს, შეეღწიათ გაძლიერებულად დაცულ დიპლომატიურ კომპლექსში. ისლამაბადის საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა 1000-მდე ადამიანი, უმეტესწილად სტუდენტები.
XS
SM
MD
LG