Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში პატიმრების წამებით


გაერო გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევით, რომელიც ასახულია ბოლოხანს გავრცელებულ ვიდეომასალაში. გაეროს შეშფოთება გამოთქმულია საგანგებო განცხადებაში, რომელიც დღეს გაავრცელა საქართველოში გაერთიანებული ერების კოორდინატორის ოფისმა. გაერო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განიხილოს პატიმართა ცემისა და არაადამიანური მოპყრობის თითოეული შემთხვევა და უზრუნველყოს მთელი საქმის სწრაფი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება.
XS
SM
MD
LG