Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩო ახალიამ პრეზიდენტს გადაგომის განცხადებით მიმართა


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. ამის შესახებ ცნობას სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაჩო ახალაია შეძრწუნებულია იმ დანაშაულით, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილეში გამოვლინდა და ის გრძნობს მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ვერ აღვკვეთა ”ეს საშინელი პრაქტიკა”. განცხადებაში ნათქვამია: ”მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე წლებია, აღარ ვხელმძღვანელობ სასჯელაღსრულების სისტემას, ზოგიერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ არ დაეშვათ მსგავსი ამაზრზენი ფაქტები, ჩემი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო მუშაობა სისტემაში. ამიტომ მივმართე პრეზიდენტს ჩემი გადადგომის შესახებ განცხადებით".
XS
SM
MD
LG