Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამნესტი ინტერნეშნლი": ხელისუფლებამ სრულად უნდა გამოიძიოს ციხეებში წამების შემთხვევები


უფლებადამცველმა ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეშნლმა" ღრმა შეშფოთება გამოთქვა 18 სექტემბერს გამოქვეყნებული ვიდეომასალის გამო, რომელზეც ასახულია თბილისის ციხეში პატიმართა ცემა და გაუპატიურება. "ამნესტი" მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს სრული, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება იმ შემთხვევებისა, რომლებიც ნაჩვენებია საქართველოს ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში. საპატიმროსა და სამართალდამცველი უწყებების თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ამოცნობილი არიან, როგორც პასუხისმგებელნი წამებისა და სასტიკად მოპყრობის სხვა ფორმებისთვის, დაუყოვნებლივ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ნათქვამია "ამნესტის" განცხადებაში.
XS
SM
MD
LG