Accessibility links

logo-print

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის თავიდან გამოცხადება მოუწევს


შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის თავიდან გამოცხადება მოუწევს, განუცხადა სააგენტო “ინტერპრესნიუსს” მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა. “მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუკი მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობა 1/3-ით განახლდება, რაც დღეს 7 მინისტრს შეადგენს, პარლამენტმა მას ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. ამ ეტაპზე შეცვლილია მხოლოდ 6 მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა კი ჯერჯერობით ვაკანტურად ითვლება. ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ კი, კანონის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ვალდებული იქნება პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა ერთი კვირის ვადაში წარუდგინოს”, - განაცხადა ხუროშვილმა.მისივე განმარტებით, იქამდე, ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ვაკანტურია და მის მოვალეობას ეკა ზღულაძე ასრულებს, ვადების ათვლა არ შეიძლება.
შინაგან საქმეთა მინისტრი, ბაჩო ახალია თანამდებობიდან დღეს გადადგა.
XS
SM
MD
LG