Accessibility links

logo-print

იაპონიის პრემიერი მმართველი პარტიის ლიდერად დარჩა


იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიკო ნოდა ხელახლა აირჩიეს იაპონიის მმართველი დემოკრატიული პარტიის ლიდერად. მის კანდიდატურას მხარი კენჭისყრის მონაწილეთა ორმა მესამედმა დაუჭირა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნოდა, უახლოესი ხანების განმავლობაში მაინც, მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე დარჩება. ელიან, რომ ის სამთავრობო კაბინეტში მასშტაბურ ცვლილებებს განახორციელებენ. პრემიერ-მინისტრს ბოლო დროს თანაპარტიელები აკრიტიკებდნენ მისი გადაწყვეტილების გამო, გაეზარდა გადასახადები.
XS
SM
MD
LG