Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მრავალათასიანი მიტინგისათვის ემზადებიან


პაკისტანში პარასკევს ათეულ ათასობით ადამიანი აპირებს მასშტაბური აქციით გააპროტესტოს წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფის მცდელობა. საუბარია აშშ-ი გადაღებულ სკანდალურ ფილმსა და ფრანგულ გაზეთში გამოქვეყნებულ კარიკატურაზე. პაკისტანის ხელისუფლებამ პარასკევი დღე გამოაცხადა, როგორც „წინასწარმეტყველი მუჰამედის სიყვარულის დღე“ და მოუწოდა ხალხს პროტესტი მშვიდობიანად გამოხატონ. ხუთშაბათსა კი პაკისტანის პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა ბრბო, რომელიც აშშ-ის საელჩოში შეჭრას ცდილობდა.ამასთან პაკისტანის ტელევიზიებით აჩვენებენ აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის გამოსვლებს, რომლებშიც დაგმობილია ფილმი „მუსლიმთა უმანკოება“, რამაც მსოფლიო მუსლიმანებში აღშფოთება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG