Accessibility links

ავღანეთი აშშ-ს 33 ათასმა ჯარისკაცმა უკვე დატოვა


აშშ-ის ხელისუფლებს წარმომადგენელთა ცნობით, 33 ათასკაციანი სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც პრეზენტ ბარაკ ობამას ბრძანებით სამი წლის წინ გაიგზავნა ავღანეთში, უკან სამშობლოში დაბრუნდა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლიონ პანეტას თქმით, ჯარის დამატებითმა კონტინგენტმა შეასრულა მასზე დაკისრებული ამოცანა, ინიციატივა გამოსტაცა თალიბანს და შესაძლებლობა მისცა ავღანეთის ხელისუფლებას მოემზადებინა უფრო მეტი რაოდენობის უსაფრთხოების ძალები. ჯარის რაოდენობის შემცირების მიუხედავად, ავღანეთში 68 ათასი ამერიკელი და ნატოს სარდლობით მოქმედი კოალიციური ძალების 40 000 მდე სამხედრო მოსამსახურე დარჩება. დამატებითი ამერიკული კონტინგენტის გასვლა დაემთხვა პერიოდს, როდესაც საერთაშორისო ძალების წარომადგენელზე გახშირდა თავდასხმები ე.წ. „ინსაიდერების“ ან ოფიციალურ სტრუქტურებში ჩანერგილი ექსტრემისტების ან მათი თანამგრძნობი პირების მხრიდან. ნატოს სტრატეგიული გეგმით, 2014 წლისათვის ქვეყნის უსაფრთხოებაზე სრული კონტროლი ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს უნდა დაეკისროთ.
XS
SM
MD
LG