Accessibility links

ყაზახეთში ოთხი სავარაუდო ტერორისტი გაანადგურეს


პოლიციამ და უსაფრთხოების ძალებმა ოთხი სავარაუდო ტერორისტი დახოცეს, პარასკევ ყაზახეთის დასავლეთში მდებარე ქალაქ ატურაიში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს. ქვეყნის პროკურატურა ვარაუდობს, რომ დახოცილი პირები გასულ კვირაში პოლიციაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდნენ. პოლიცია აცხადებს, რომ დახოცილებმა უარი თქვეს დანებებაზე და ცეცხლი გაუხსნეს სამართალდამცველ ძალებს. იარაღი და საბრძოლო აღჭურვილობა პოლიციამ ეჭვმიტანილების სახლების ჩხრეკისას ამოიღო.
XS
SM
MD
LG