Accessibility links

logo-print

პაკისტანში აქციის დროს ორი ადამიანი დაიღუპა


გავრცელებული ინფორმაციით პაკისტანის ქალაქ ფეშავარში პარასკევს ორი კაცი დაიღუპა საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს. პაკისტანის მასშტაბით ათეულ ათასობით ადამიანი აპროტესტებს წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფის მცდელობას. საუბარია აშშ-გადაღებულ სკანდალურ ფილმსა და ფრანგულ გაზეთში გამოქვეყნებულ კარიკატურაზე. ფეშავარში პაკისტანის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტთა ჯგუფს, რის შედეგადაც პაკისტანის სატელევიზიო არხის კორესპონდენტი დაიღუპა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტთა ჯგუფიდან ცეცხლი გაუხსნეს ორ კინოთეატრსა და ვაჭრობის პალატის შენობას. ძალადობას პაკისტანის სხვა რეგიონებში აქვს ადგილი. პაკისტანის ხელისუფლებამ პარასკევი დღე გამოაცხადა, როგორც „წინასწარმეტყველი მუჰამედის სიყვარული დღე“ და მოუწოდა ხალხს პროტესტი მშვიდობიანად გამოხატონ.
XS
SM
MD
LG