Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეტრინ ეშტონი აღშფოთებულია გლდანის ციხეში მომხდარის ამსახველი შემზარავი კადრებით


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი აღშფოთებულია გლდანის ციხეში პატიმართა მიმართ ცუდი მოპყრობის ამსახველი შემზარავი კადრებით - განაცხადა მისმა პრესსპიკერმა. ეშტონი კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ ყველა ქვეყანამ უპირობოდ აკრძალოს წამების და ცუდი მოპყრობის ნებისმიერი ფორმა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა პირველი ნაბიჯები ამ საკითხის მოსაგვარებლად და დასძენს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს და სხვა ინციდენტები ზედმიწევნით და გამჭირვალედ იქნას გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ.
XS
SM
MD
LG