Accessibility links

თამაზაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება პროვოკაციას გეგმავს


გლდანის მე-8 საპყრობილეში მყოფი თამაზ თამაზაშვილის ადვოკატებმა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ თამაზაშვილის სახელის დისკრედიტაციისთვის ხელისუფლება ახალ პროვოკაციას გეგმავს. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი იქნება ადამიანის გატაცებასთან, ან ნარკორეალიზაციასთან თამაზ თამაზაშვილის კავშირზე. ადვოკატების განცხადებით, ნებისმიერი ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა თამაზაშვილის წინააღმდეგ შექიმნას პროვოკაცია იქნება და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება. პატიმრის ადვოკატები თავხედობას უწოდებენ პროკურატურის განცხადებას იმის შესახებ, რომ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალების ავტორებს ე.წ. მესამე მხარესთან კონტაქტი ჰქონდათ თამაზ თამაზაშვილის მეშვეობით.
XS
SM
MD
LG