Accessibility links

logo-print

გლდანის ციხესთან სტუდენტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს


გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან სტუდენტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. მის მონაწილეებს პატიმრები საკნებიდან შეძახილებით ესალმებოდნენ. სტუდენტებმა კვლავ მოითხოვეს შს-თა მინისტრის პოსტიდან გადამდგარი ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმა. დღესვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა საზოგადოებრივ მაიწყებელთან გამართეს საპროტესტო აქცია და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქება მოითხოვეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დღეს ძალადობის საწინააღმდეგო აქციას გეგმავდნენ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებსაც სხვა სტუდენტური გაერთიანებები ნაციონალური მოძრაობისგან მართულად მიიჩნევენ. თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა აქციის გამართვა გადაიფიქრეს და მიზეზად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნა დაასხელეს. საპროტესტო აქციები დროებით შეაჩერეს ბოლო დღეების მრავალათასიანი სტუდენტური გამოსვლების ორგანიზატორებმა, რომლებმაც მიზეზად დაასახელეს მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილება და აქციების უკეთ მართვისთვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნა გადაწყვიტეს.
XS
SM
MD
LG