Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი გაეროში მკაცრად გააკრიტიკეს


გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალი დასავლეთის სახელმწიფოებმა ირანი სირიისათვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულეს. ბაშარ ალ ასადის რეჟიმის საბრძოლო იარაღით მომარაგებით ირანი არღვევს გაეროს მიერ დაწესებულ სანქციებს, აღინიშნა ხუთშაბათს ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში უშიშროების აბჭოს მუდმივი წარმომადგენლების - აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩების განცხადებაში. გაეროს ელჩებმა ირანი დაგმეს იმ რეზოლუციათა უგულებელყოფაში, რაც თეირანს ბირთვული ობიექტებში ინსპექტორების დაშვებას ავალდებულებს. საერთაშორისო საზოგადოება შიშობს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. თეირანი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ ბირთული პროგრამას მხოლოდ სამშვიდობო მიზნები აქვს.
XS
SM
MD
LG