Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ვერტმფრენი ცხინვალის გარეუბანში შეცდომით დაეშვა


დღეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ვერტმფრენი ცხინვალის გარეუბანში შეცდომით დაეშვა საქართველოსთან საზღვრის სიახლოვეს. სამმართველოს უფროსის მოადგილემ რობერტ გაზაევმა სააგენტო რესს განუცხადა, რომ ვერტმფრენში ჰუმანიტარული ტვირთი იყო, ხოლო პილოტები შეცდომის გამოსასწორებლად სწრაფად აფრინდნენ და სოფელ ტბეთთან გადაინაცვლეს. გაზაევის თქმით, მომხდარის გამო ქართულ მხარეს ჯერჯერობით არაფერი განუცხადებია.
XS
SM
MD
LG