Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EUMM: სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსეთის სამხედროთა მატება შეინიშნება


სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსეთის სამხედროთა რიცხვის ზრდა შენიშნა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ. მის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ქმედების მიმართ მისიამ გამოხატა შეშფოთება რუსეთის სარდლობის შესაბამის სტრუქტურებთან. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში ვრცელდებოდა განცხადებები ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს უსაფრთხოების ძალების განლაგების შესაძლო შეცვლის თაობაზე, თუმცა, მეთვალყურეებს რაიმე მტკიცებულებები არ შეუნიშნავთ. სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რამაც შესაძლოა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
XS
SM
MD
LG