Accessibility links

logo-print

თბილისში განახლდა სტუდენტთა საპროტესტო აქცია


ფილარმონიასთან სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამების ფაქტებს და სკანდირებენ - "არა ძალადობას", "სოლიდარობა პატიმრებს", შეწყდეს ძალადობა". ასევე, აქციის მონაწილეები პროტესტს სასტვენებით გამოხატავენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის დაჩი ცაგურიას განცხადებით, სასჯელაღსრულების ახალ მინისტრ გიორგი ტუღუშს სთხოვენ, ადვოკატები საპატიმროებში შაბათ-კვირასაც დაუშვან. სოციალურ ქსელ ფეისბუქით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომიტინგეები აპირებდნენ მისულიყვნენ იუსტიციის სახლისკენ, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად გახსნა. „საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს რუსული ფული და საერთაშორისო ქართული მაფია და გავრცელებული ვიდეო-კადრები მათ მიერ დაგეგმილი დესტაბილიზაციის გეგმის მხოლოდ მციერ ნაწილიაო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ამ გეგმის შესახებ საზოგადოებისათვის მალე გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG