Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის საპყრობილის პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს


რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს. ადვოკატ ნინო ანდრიაშვილის ცნობით, მოშიმშილეები მოთხოვნების წამოყენებას ორშაბათს აპირებენ. დღეს ისინი უარს აცხადებდნენ ახლობლების მიერ მიტანილი ამანათების მიღებაზე. დაწესებულებაში ახალი დირექტორი დაინიშნა, თუმცა, ანდრიაშვილის თქმით, დაწესებულებაში ჯერჯერობით არეულობა სუფევს. ადვოკატებს პატიმრებთან დროულად არ უშვებენ და ტელეფონით სარგებლობაც ჭირს.
XS
SM
MD
LG