Accessibility links

logo-print

პაკისტანში 16 ადამიანი დაიღუპა ფილმისა და კარიკატურების გაპროტესტებისას


პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით, პარასკევს, სულ ცოტა, 16 ადამიანი დაიღუპა ამერიკაში გადაღებული ანტიისლამური ფილმისა და ფრანგულ ჟურნალში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების გასაპროტესტებლად ჩატარებულ გამოსვლებზე. დაღუპულთაგან 12 კაცი, მათ შორის, სულ ცოტა, ერთი პოლიციელი შეიწირა სროლამ, რომელიც მოჰყვა პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას ჩრდილო-დასავლეთში მდებარე საპორტო ქალაქ კარაჩიში. შეტაკებები მოხდა აგრეთვე ლაჰორში და ისლამაბადში, სადაც დემონსტრანტებმა სცადეს შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებამდე მისვლა.
XS
SM
MD
LG