Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში მოლაპარაკებები გამართა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰინა რაბანი კჰართან


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში თავის პაკისტანელ კოლეგასთან, ჰინა რაბანი კჰართან მოლაპარაკებების შემდეგ ისაუბრა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ორი ქვეყნის საერთო მიზნებზე. კლინტონმა ასევე მადლობა გადაუხადა ისლამაბადს პაკისტანში შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ახლახან გამართული ანტიამერიკული დემონსტრაციების დროს. კჰარმა მხარი დაუჭირა ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის იდეას. მან აღნიშნა, რომ პაკისტანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები უკიდურესად გართულდა უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG