Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ვიდეოფირების გამოქვეყნება 17-ის ნაცვლად 24 სექტემბრისთვის ჰქონდათ დაგეგმილი


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, უნივერსიტეტის გახსნისას განაცხადა, რომ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერების ჩვენება არჩევნების წინ იყო ჩაფიქრებული. მისი თქმით, გეგმა დიდი ხნის წინ იყო შემუშავებული. "ეს უნდა გადმოეგდოთ არა 17 რიცხვში, იმიტომ, რომ ჩვენ გამოძიება დავიწყეთ და გავიგეთ იმაზე ადრე, ვიდრე ვარაუდობდნენ, არამედ 24 რიცხვში. ხალხი გაბრაზდებოდა სამართლიანად და დროც აღარ დაგვრჩებოდა რეაგირებისთვის. ეს იყო მათი გეგმა. მერე ყველაფერი უნდა არეულიყო და არჩევნები უნდა ჩამოშლილიყო. ჩვენ ცოტათი, ერთი კვირით ადრე შევაცვლევინეთ მათ გრაფიკი. მათ გაუჩნდათ განცდა, რომ ახლა არის ოფისებში შევარდნის, რევანშის აღების, თავში ჩარტყმის, რაღაცების ჩამოგლეჯის, ციხის ბუნტის, შემდეგ კი – ყველაფრის უკან დაბრუნების მომენტი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG