Accessibility links

logo-print

შსს უარყოფს დაჩი ცაგურიას ცემის ფაქტს


სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორებს დაჩი ცაგურიასა და ბექა ალადაშვილს სასამართლომ ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ისინი სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცაგურია და ალადაშვილი თბილისის საპატრულო პოლიციამ დააკავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, კერძოდ ავტომანქანით მოძრაობის წესების დარღვევისა და პატრულის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. სამინისტროს თანახმად, დაკავებისას მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. ფაქტზე აღძრულია საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სამართალდამცველებმა ცაგურიას სცემეს.
XS
SM
MD
LG