Accessibility links

ბელორუსიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება


ბელორუსიაში საპარლამენტო არჩევნები მშვიდად ტარდება, მაგრამ საკმაოდ დაბალია ამომრჩეველთა აქტივობა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლიდია ერმოშინამ განაცხადა. იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალოს, მასში ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. პარლამენტის ქვედა პალატაში - ეროვნულ საკრებულოში - 110 ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის 290-ზე მეტი ადამიანი. ძირითადად ესენი არიან ამჟამინდელი ხელისუფლების ერთგული პარტიების კანდიდატები. ოპოზიციური ორგანიზაციების უმრავლესობამ უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, რომელიც, მათი თქმით, არადემოკრატიულია. მათ ხალხს მოუწოდეს, ასევე ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებს. ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელმაც მინსკის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, განაცხადა, რომ კანდიდატურების მოხსნით ოპოზიციამ თავისი უუნარობა აჩვენა. მან ოპოზიციას უწოდა ლაჩრები, რომელთაც არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი.
XS
SM
MD
LG