Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი მეამბოხეები აცხადებენ, რომ აკონტროლებენ ქვეყნის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს


მეამბოხე სირიის თავისუფალი არმიის წევრები აცხადებენ, რომ აკონტროლებენ ქვეყნის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს. მეამბოხეთა ერთ-ერთი მეთაურის თქმით, დამასკზე მათ იერიშს მხოლოდ საჰაერო სივრცეში სამთავრობო ჯარების დომინირება აბრკოლებს. ახლახან სირიის თავისუფალი არმიის სარდალმა, რიად ალ ასაადმა გამოაცხადა, რომ მეამბოხეთა შტაბი თურქეთიდან გადატანილია სირიის იმ ტერიტორიაზე, რომელიც მათ კონტროლქვეშაა. სამთავრობო ჯარებსა და მეამბოხეებს შორის ბრძოლები ქვეყნის სხვადასხვა რაიონში მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG