Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენში შეტაკებები მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის


კვირას ათენში პოლიციამ საგანგებო საშუალებები, მათ შორის ცრემლმდენი გაზი, გამოიყენა ასობით დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავდნენ შეერთებულ შტატებში გადაღებული ანტიისლამური ფილმის, „მუსულმანთა უმანკოების“ წინააღმდეგ. იტყობინებიან, რომ დაკავებულია ექვსი მუსულმანი მანიფესტანტი. არეულობის დროს დაშავებულთა შესახებ ცნობები არ მოიპოვება. როგორც იტყობინებიან, აქცია ჯერ მშვიდობიანად მიმდინარეობდა, შემდეგ კი ზოგიერთმა დემონსტრანტმა პოლიციას ბოთლები დაუშინა და მოხდა შეტაკებები. დაზიანდა რამდენიმე მანქანა და მაღაზიების ვიტრინები. შეკრებილები სკანდირებდნენ: „ჩვენ ყველანი მუჰამედი ვართ“. ერთ-ერთ პლაკატზე ეწერა მოთხოვნა: „დაისაჯოს ყველა, ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს ჩვენს წინასწარმეტყველს.“ ბანგლადეშში საყოველთაო გაფიცვა მოეწყო ამ ფილმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. პაკისტანში ახალი საპროტესტო გამოსვლები მშვიდობიანად ჩატარდა. პარასკევს კი შეტაკებებმა 20-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. პაკისტანის ხელისუფლება გაემიჯნა მთავრობის ერთ-ერთი წევრის გამონათქვამს, რომელმაც ასი ათასი დოლარი ჯილდო გამოაცხადა „მუსულმანთა უმანკოების“ შემქმნელის მოკვლისთვის.
XS
SM
MD
LG