Accessibility links

logo-print

მესტიის საოლქო კომისიაში "ქართული ოცნების" წარმომადგენელ კახა ჟორჟოლიანს სასამართლომ 40-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა


მესტიის საოლქო კომისიაში "ქართული ოცნების" წარმომადგენელ კახა ჟორჟოლიანს ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 40-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მისმა მეუღლემ, უფლებადამცველმა ნინა ხატისკაცმა განუცხადა, სასამართლო პროცესი 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ისე დასრულდა, რომ მასზე მოსამართლე დავით კეკენაძეს არც მოწმეები დაუკითხავს და არც დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა განუხილავს. ხატისკაცის განმარტებით, მის მეუღლეს საოლქო კომისიაში ცესკოს წარმომადგენლისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, გინება ედება ბრალად, თუმცა, აღნიშნულს ჟორჟოლიანი უარყოფს. "აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურია. მას ჩვენ ხვალ სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ", - აღნიშნა ხატისკაცმა.
XS
SM
MD
LG