Accessibility links

logo-print

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ეხმაურება ადმინისტრაციული დაკავების ფაქტებს


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს განცხადებას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განხორციელებულ ადმინისტრაციული დაკავების ფაქტებზე. ორგანიზაცია თვლის, რომ ამ ფაქტებსშეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური საფუძველი. ”აღნიშნულ ეჭვებს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ განხორციელებული დაკავებები არ ეფუძნება მყარ და უტყუარ მტკიცებულებებს. მოკლე დროის პერიოდში რამდენიმე ადამიანის საეჭვო დაკავება წარმოშობს ვარაუდის საფუძველს, რომ მიზანმიმართულად ხდება პოლიტიკურად აქტიური პირების მიმდინარე საარჩევნო პროცესებისგან ჩამოშორება” - აღნიშნულია განცხადებაში, რომელშიც აღწერილია რამდენიმე კონკრეტული ფაქტი. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს ”გაითვალისწინონ საქართველოში დღეს არსებული ვითარება და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში მიიღონ მსგავსი ტიპის ზომები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ქმედებები სერიოზულად შეამცირებს საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობას და ხელს შეუშლის არჩევნების სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარებას”. ორგანიზაცია მოუწოდებს აგრეთვე უწყებათაშორის კომისიას დაკავების ფაქტებით დაინტერესებისა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღებისკენ.
XS
SM
MD
LG