Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის პარლამენტში არ იქნება არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი


ბელორუსიის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, პარლამენტში არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ იქნება.. სულ არჩეულია 109 დეპუტატი. ერთი მანდატის საკითხი მეორე ტურით გაირკვევა. ბელორუსიის ახალ პარლამენტში სამი დეპუტატი იქნება კომუნისტური პარტიიდან და ერთი აგრარული პარტიიდან. ორივე პარტია მხარს უჭერს პრეზიდენტ ლუკაშენკოს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, გამოიწვია თავისი კანდიდატები და ამომრჩეველს მოუწოდა არ მიეღო მონაწილეობა კენჭისყრაში. ოფიციალური მონაცემებით, ბელორუსიის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 74,3%-მა. ეუთოს 300 დამკვირვებელი ჰყავს ბელორუსიის არჩევნებზე და დღეს მოგვიანებით გამოქვეყნდება ეუთოს პირველადი შეფასება.
XS
SM
MD
LG