Accessibility links

logo-print

ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე პატიმრობის დეტალებს ყვება


ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე ”კვირის ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში ყვება პატიმრობის დეტალებს: როგორ აიძულეს მის თვალწინ თანამესაკნეების გაუპატიურების მუქარით შიმშილობის შეწყვეტა, როგორ ათქმევინეს უარი ადვოკატზე და როგორ მიაცემინეს აღიარებითი ჩვენება. აბდალაძე ამბობს, რომ მასზე გათავისუფლების შემდეგაც გრძელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა: ”მერე კუდ-ში მომცეს მობილური ტელეფონი და მითხრეს, ეს სულ თან უნდა ატარო და ამ ტელეფონით ჩვენ უნდა დაგვირეკო, თუ რამე მოხდაო. რა უნდა მოხდეს-მეთქი. აი, თუ ვინმე რუსეთიდან დაგირეკავსო. ვეუბნები, თქვენ ხომ მაინც იცით, რომ ჯაშუში არც არასდროს ვყოფილვარ-მეთქი. რომ გეუბნებით, წაიღეო. არჩევნების პერიოდში შენ აუცილებლად დაგირეკავენ უცხოეთიდან და ამ ამბით დაინტერესდებიანო. უცხოელი ჟურნალისტები ყველა ჩვენი ქვეყნის მტრებია და როგორც კი რომელიმე დაგირეკავს, მაშინვე ჩვენ უნდა გაგვაგებინოო. მერე როგორც გავიგე, ქურციკიძესა და გედენიძესაც მისცეს ასეთი ტელეფონები. მე ამ ტელეფონს ახლა შენ გაძლევ, ეს ”ალია ჰოლდინგში” შეინახეთ და იცოდეთ, აქ კუდ-ის იმ თანამშრომლის ტელეფონი წერია, რომელთანაც მე უნდა დამერეკა”, - ეუბნება აბდალაძე ”კვირის ქრონიკის” კორესპონდენტს. ამავე ინტერვიუში აბდალაძე ამბობს, რომ ფოტორეპორტიორების დაკავების ერთადერთი მიზეზი 26 მაისის ”შემზარავი ფოტოების გადაღება და გავრცელება იყო”. გიორგი აბდალაძე ”კვირის ქრონიკას” უყვება: ”როგორც მერე გავიგე, უცხოეთში, ერთ-ერთ შეხვედრაზე გიორგი ბარამიძისთვის ეს სურათები დაუდიათ და უკითხავთ - ესაა თქვენი დემოკრატიაო? ბარამიძეს ეს სააკაშვილისთვის უთქვამს. სააკაშვილს უკითხავს, ეს ფოტოები ვინ გადაიღოო და რომ უთქვამთ, ერთ-ერთი - ირაკლი გედენიძე შენი თანამშრომელიაო, იქვე გაუცია ბრძანება, ყველა ციხეში ამოალპეთო. შახ აივაზოვი სასწრაფოდ იმიტომ გამოუშვეს, რომ ამერიკის საელჩო ჩაერია საქმეში. რადიო ”თავისუფლების” ფოტორეპორტიორის - ნოდარ ცხვირაშვილის დაჭერაც იყო დაგეგმილი, მაგრამ იმ ღამეს რომ მივიდნენ, სახლში არ დახვდათ, მერე კი საქმე აღარ გაირთულეს”, - ამბობს გიორგი აბდალაძე.
XS
SM
MD
LG