Accessibility links

logo-print

სასჯელაღსრულების სამინისტრო ეხმაურება ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას


ქსნის დაწესებულების თაობაზე სახალხო დამცველის აპარატის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებზე მიღებულ ნებისმიერ ინფორმაციას, ყველა მათგანს ინდივიდუალურად ამოწმებს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. სამინისტროს განმარტებით, სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში დასახელებული, ქსნის დაწესებულების თანამშრომლები ინფორმაციის გავრცელების მომენტისათვის უკვე იდენტიფიცირებულნი და სამსახურიდან დათხოვნილი იყვნენ. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ”20 სექტემბრის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის არცერთი ფაქტი აღარ დაფიქსირებულა, რასაც ადასტურებს მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისა და ორგანიზაციების პირველადი ანგარიშებიც."
XS
SM
MD
LG