Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ინტერპრესნიუსის” ცნობით, პატიმრების წამების საქმეზე დაკავებულები მე-9 დაწესებულებაში იმყოფებიან


პატიმრების წამების საქმეზე დაკავებული პირები, რომლებსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, იმყოფებიან სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, რომლის ძირითადი ნაწილი ნახევრად ღია ზონას წარმოადგენს და სასჯელს იხდიან ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები და სამოხელეო დანაშაულისთვის მსჯავრდებულები და არა წინასწარ პატიმრობაში მყოფები - ამის შესახებ, როგორც სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” იუწყება, მას ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. მისივე ინფორმაციით, პატიმართა წამების საქმეზე დაკავებულები სასჯელაღსრულების ამ დაწესებულებაში გარკვეული კომფორტისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო ინვენტარით შევიდნენ. ”ინტერპრესნიუსი” აღნიშნავს, რომ ამ თემაზე ოფიციალური კომენტარის მოიპოვებას ცდილობს.
XS
SM
MD
LG