Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართული ოცნება”: შსს-მ დაიწყო ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელება


შსს-ს ბრალდების და მისი ვიდეომასალის საპასუხოდ ”ქართულმა ოცნებამ” სპეციალური განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ "პრეზიდენტის ანონსის შესაბამისად, შსს-მ დაიწყო პროვოკაციული და ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელება.” კოალიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება დაკავებულია ფალსიფიცირებული სერიალის შეთხზვით და მისი გაგრძელება სავარაუდოდ, იქნება მრავალჯერ ნანახი "სცენარების" გამეორება. ”ქართული ოცნების” განცხადებით, ”ძალადობა და სიცრუე რჩება სააკაშვილის ხელისუფლების მთავარ იარაღად,” რასაც წერტილს დაუსვამს 1 ოქტომბრის არჩევნები.
XS
SM
MD
LG