Accessibility links

logo-print

შსს: ”ქართული ოცნება” კვლავ ცდილობდა საჯარო მოხელეთა მოსყიდვას


შსს-ში დღეს განაცხადეს, რომ კოალიცია ”ქართული ოცნება” კვლავ ცდილობდა საჯარო მოხელეთა მოსყიდვას. სამინისტრომ გაავრცელა რამდენიმე ვიდეოჩანაწერიც, რომლებიც, მისი განმარტებით, ასახავს მომხდარ დანაშაულს. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ”გამოვლენილია საჯარო მოხელეების, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვის და მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, რამაც ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ხშირი ხასიათი მიიღო.” სამინისტროს ცნობითვე, დაკავებულნი არიან გიორგი ღერკერაშვილი, გიორგი ძოწენიძე, კობა სამხარაძე და პოლიციის თანამშრომელი რომან მაისურაძე, ხოლო იმის გამო, რომ ერთ-ერთ საქმეში ფიგურირებს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე, მასალა შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცემა მთავარ პროკურატურას. შსს-ს მიერ მოხსენიებული ალეკო ტაბატაძე ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში 177-ე ნომერია. დღესვე შსს-ში ჟურნალისტებს განუმარტეს, რომ საჯარო მოხელეთა მოსყიდვასა და მოსყიდვის მცდელობებში მონაწილეთა შორისაა ბიძინა ივანიშვილის ძმიშვილი, რომელიც ჯერჯერობით დაკავებული არ არის.
XS
SM
MD
LG