Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში განახლდა სტუდენტთა საპროტესტო მსვლელობები


თბილისში განახლდა სტუდენტების მსვლელობები პატიმართა წამების და მათდამი არაადამიანური მოპყრობისადმი პროტესტის ნიშნად. აქციის მონაწილეები კვლავ აცხადებენ, რომ სასჯელაღასრულების და შს-თა მინისტრების თანამდებობიდან გადადგომა არასაკმარისია და მათ სხვა დამნაშავე პირებთან ერთად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სტუდენტები მსვლელობით გაემართნენ თავდაცვის სამინისტროსკენ. ახალგაზრდები მოითხოვენ თავდაცვის მინისტრ დიმიტრი შაშკინისა და მისი მოადგილის დათა ახალაიას გადადგომას. თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილე სტუდენტები ასევე აპროტესტებენ დაჩი ცაგურიას და სხვა სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნებით იუსტიციის სახლთან შიმშილობას განაგრძობენ 6 სტუდენტი და მწერალი ირაკლი ლომოური.
XS
SM
MD
LG