Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო მილსადენების უსაფრთხოების მიზნით ერთობლივ წვრთნას მართავენ


აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს ჯარებმა, ორშაბათს დაიწყეს ერთობლივი წვრთნა, რომლის მიზანია ენერგომილსადენების უსაფრთხოების დაცვის განვითარება. ანკარასთან მიმდინარე მანევრები 28 სექტემბრამდე გასტანს. მასში მონაწილეობენ სამი ქვეყნის ის ქვედანაყოფები, რომლებიც მილსადენების დაცვას უზრუნველყოფენ. მაისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის თურქეთის მონაკვეთზე აფეთქება მოხდა. ივნისში თურქეთმა და აზერბაიჯანმა დაიწყეს ტრანსანატოლიის გაზსადენის მშენებლობა, რომელმაც აზერბაიჯანის გაზი უნდა გადატუმბოს ევროპაში რუსეთის ან ირანის ტერიტორიების გვერდის ავლით.
XS
SM
MD
LG