Accessibility links

logo-print

დააპატიმრეს ირანის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟიშვილი


ირანის ყოფილი პრეზიდენტის, აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის ვაჟი, რომელიც უცხოეთში ცხოვრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, ორშაბათს დააპატიმრეს. ამის შესახებ ირანის ოფიციალური სააგენტი იუწყებოდა. მეჰდი ჰაშემი ირანში კვირას დაბრუნდა ბრიტანეთში სამწლიანი ყოფნის შემდეგ. მას ბრალად წაუყენეს კორუცია და ანტისახელმწიფო პროპაგანდა. მისი და, ფაიზე ჰაშემი, შაბათს დააპატიმრეს და ადრე გამოცხადებული ექვთვიანთი სასჯელის მოხდა დააკისრეს. მას ბრალად დასდეს ანტისახელმწიფო პროპაგანდა. ორივე, და და ძმა დადანაშაულებულია 2009 წლის არჩევნების შემდეგ საპროტენსტო გამოსვლების მოწყობის ორგანიზებაში. მათი მამა, ყოფილი პრზეიდენტი, რაფსანჯანი, რომელიც აჰმადინეჟადთან დამარცხადა 2005 წელს, მიჩნეულია ირანის მმართველი ელიტის იზოლირებულ, ზომიერ წარმომადგენლად.
XS
SM
MD
LG