Accessibility links

logo-print

ირანი ოსკარს ბოიკოტს გამოუცხადებს


ირანის მთავრობს კონტროლის ქვეშ მყოფმა კინოუწყებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყანა მოერიდება 2013 წელს ამერიკის კინოაკადემიის, ოსკარის, კონკურსში მონაწილეობას, თუ მისი ორგანიზატორები არ დაგმობენ წინასწარმეტყველ მუჰამედზე აშშ-ში მოყვარულების მიერ გადაღებულ ფილმს. ამ ფილმმა, რომელშიც გამასხარავებულია მოჰამედი, რისხვა გამოიწვია მაჰმადიანურ ქვეყნებში. ჯავად შამაღდარიმ გააფრთხილა კომისია, რომელმაც ფილმი უნდა შეარჩიოს ოსკარზე წარსადგენად, თავი შეიკავოს. კომისიამ საკონკურსოდ უკვე აირჩია ფილმი „ერთი ნატეხი შაქარი“, მაგრამ ის მთავრობას ჯერ არ დაუმტკიცებია. შარშან, ირანულმა ფილმმა, ,გაყრამ“ ოსკარი მოიპოვა, როგორც საუკეთესო უცხოურმა ფილმმა.
XS
SM
MD
LG