Accessibility links

logo-print

საქართველო ინტერნეტის თავისუფლების მხრივ თავისუფალ ქვეყნად შეფასდა


უფლებადამცავი ორგანიზაცია, „ფრიდომ ჰაუსი“, თავის ბოლო ანგარიშში წერს, რომ მსოფლიოში, რეპრესიული მთავრობები, სულ უფრო მზარდი აგრესიულობით და ამავე დროს, დახვეწილი საშუალებებით, უტევენ თავისუფლებას ინტერნეტში. „თავისუფლება ქსელში - 2012 წელი“, ასე ჰქვია აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაციის, „ფრიდომ ჰაუსის“ ახალ ანგარიშს, რომელიც მსოფლიოს 47 სახელმწიფოში ჩატარებული კვლევის შედეგს აღწერს. დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 2011 წლის იანვრიდან 2012 წლის მაისამდე. მის თანახმად, ამ მხრივ ყველაზე თავისუფალი ქვეყნები ესტონეთი, გერმანია და აშშ- არიან. საინტერნეტო სივრცეში ყველაზე ნაკლებ თავისუფლებას გრძნობენ ირანელები, კუბელები, ჩინელები და სირიელები. საქართველო "თავისუფლად“ არის შეფასებული, თუმცა ქულებით ჯერ კიდევ ახლოსაა ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებთან.
XS
SM
MD
LG