Accessibility links

logo-print

ერგნეთის შეხვედრაზე განიხილეს უსაფრთხოების საკითხები


სოფელ ერგნეთში გაიმართა ინიცდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებისათვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების მორიგი, 26-ე შეხვედრა, რომელზეც განიხილეს უსაფრთხოების მხრივ შექმნილი ვითარება. ერგნეთი ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება. განცხადებაში, რომელიც შეხვედრის შემდეგ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიამ, ნათქვამია, რომ განხილულ საკითხებს შორის იყო სამხედრო აღჭურვილობის გადაადგილება, ბოლოდროინდელი ინიცდენტები, დაკავებულ პირთა ბედი და მხარეების პოზიცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა პრობლემის მიმართ. შეხვედრაზე წამოიჭრა მოსავლის აღებასთან დაკავშირებული პრობლემებიც. საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინიცდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებისათვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების მომავალი შეხვედრა 24 ოქტომბერს ჩატარდება.
XS
SM
MD
LG