Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგა გრიგოლიამ მოხსნა თავისი კანდიდატურა


საპარლამენტო არჩევნებში "ქრისტიან-დემოკრატების" გლდანის მაჟორიტარმა კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ მოხსნა თავისი კანდიდატურა. ამის შესახებ განცხადება მან ”ფეისბუკით” გაავრცელა და შემდეგ, ჟურნალ ”ლიბერალთან” საუბარში, დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება. მისი თქმით, ეს ნაბიჯი დაკავშირებულია ცესკოს გუშინდელ კენჭისყრასთან, სადაც "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბნებზე ვიდეო და ფოტოგადაღება ნაწილობრივ იზღუდება. მანამდე გრიგოლია ამტკიცებდა, რომ მისი პარტია მხარს არ დაუჭერდა შეზღუდვებს. განცხადებაში ნათქვამია: "გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, ქრისტიან-დემოკრატები გააკეთებენ განმარტებას, რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას."
XS
SM
MD
LG