Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები ცესკოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ


ცესკოს ახალი დადგენილება ბევრ ბარიერს აწესებს ჟურნალისტებისა და დამკვირვებლებისთვის - განაცხადა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ფოფხაძემ. მან განსაკუთრებით გამოყო ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუ პირი გადასაღებ ადგილს დატოვებს, უკან ვეღარ დაბრუნდება. ეკა ფოფხაძემ თქვა, რომ ცესკო გარკვეულ დათმობაზე წამოვიდა, თუმცა, დადგენილების პირველადმა ვარიანტმა მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილება განიცადა. რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძემ კი თქვა, რომ მედიის წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების აკრედიტაციებმა ფასი დაკარგა, რადგან მათ საარჩევნო უბანზე ნორმალური მუშაობის საშუალება არ მიეცემათ. არასამთავროები ცესკოს გადაწყვეტილებას გასაჩივრეს აპირებენ. ისინი ასევე აცხადებენ, რომ თავიანთ პროტესტს საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გააცნობენ.
XS
SM
MD
LG