Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ნიუ-იორკში გაიხსნება გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი სესია


ნიუ-იორკში იხსნება გაეროს 67-ე გენერალური ასამბლეის მორიგი სესია. დღეს ასამბლეის მონაწილეთა წინაშე წარსდგებიან აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. დღესვეა დადგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლაც. გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის კახა ლომაიას განცხადებით, სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, იმ მიღწევებსა და პრობლემებზეც ისაუბრებს, რომელიც საქართველოში დემოკრატიულ გარდაქმნებს ახლავს.
XS
SM
MD
LG