Accessibility links

logo-print

ჩინეთმა და იაპონიამ სადავო კუნძულებზე იმსჯელეს


ჩინეთმა და იაპონიამ დღეს პეკინში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ტერიტორიული უთანხმოების გამომწვევი კუნძულების საკითხი. აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე ამ, დაუსახლებელ კუნძულებს იაპონელები სენკაკუს უწოდებენ, ჩინელები დიაუს. ჩინეთის საგარეო უწყების პრესმდივნის განცხადებით, მხარეებმა გულახდილად ისაუბრეს სადავო კუნძულებზე. მისივე თქმით, „ჩინეთი არ დაუშვებს იაპონური მხარის ცალმხრივი წესით მოქმედებას, რომელიც ხელყოფს ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას“. ორი კვირის წინ იაპონიამ კერძო მფლობელისაგან შეიძინა რამდენიმე კუნძული, რასაც მწვავე პროტესტი და, ზოგ შემთხვევაში, ძალადობა მოჰყვა ჩინეთში. კუნძულებზე პრეტენზიას აცხადებენ ჩინეთი, იაპონია და ტაივანი, თუმცა ისინი იაპონიის მმართველობას ექვემდებარება.
XS
SM
MD
LG